The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლადო კახაძე

ლადო კახაძე
ოფიციალური სახელი:ვლადიმერ კახაძე
დაბადების თარიღი:28 ოქტომბერი, 1953  (70 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პოეტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნაალო ფაკულტეტი 1978 წელს.

1978-1979წწ. იყო ექიმი-ინტერნი; 1979-198წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგიისა და სხივური დიაგნოსტიკის კათედრების კლინიკური ორდინატორი; 1982-1987წწ. სტუდენტთა საკონსტრუქტორო სამეცნიერო-კვლევითი ბიუროს უფროსი ლაბორანტი; 1987-1992წწ. საქართველოს დიაგნოსტიკის ცენტრის ულტრაბგერითი განყოფილების ხელმძღვანელი; 1993-1998წწ. შპს სამედიცინო ფირმა "ლაფორტუნატოს" პრეზიდენტი; 2002-2006წწ. სამედიცინო ფირმა "ლაფორტუნატის" კონსულტანტი; 2012 წლიდან კლინიკა "ოქსფორდ მედიქალ ჯორჯია"-ს ექიმი ექოსკოპისტი; 2015 წლიდან კლინიკა "აქსა მედიქალის" ექიმი რადიოლოგი. 2019-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; 2020წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ერთი საავტორო უფლების და 20 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ასევე სადოქტორო დისერტაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი; გამოცემული აქვს სამი კრებული.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 173; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის საკრებულო, თავმჯდომარე (1998-2002)
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1995-)
  • საქართველოს თვითმმართველობათა ასოციაცია, პრეზიდენტი (1998-2002)
  • საქართველოს კრიმინოლოგიური აკადემია, საპატიო აკადემიკოსი (2018-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (2020-2021)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის კულტურის კომიტეტი, წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, თავნჯდომარის პირველი მოადგილე (2020-)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2019-2020)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (2010-)
  • საქართველოს წმინდა ნინოს სახელობის ექიმთა საზოგადოება, თავმჯდომარე (2008-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2018 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2002 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის დანერგვისა და დამკვიდრებისთვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: