შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ კახაბრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1993 წელს. საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდების ექიმი(ძიუდო, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, სამბო, კრივი, ძალოსნობა, ცურვა, ფეხბურთი); 1992-1993წწ. იყო ბატალიონ "ავაზას" ექიმი; 1993-1995წწ. თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამმართველოს სამკურნალო განყოფილების უფროსის მოადგილე; 1995 წლიდან ძიუდოისტთა ნაკრები გუნდის ექიმი და მწვრთნელი; სპორტის ოსტატი ძიუდოში; სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ლექტორი. გამოქეყნებულია აქვს სამეცნიერო ნაშრომები. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სპორტული ტრავმების რეაბილიტაცია პლაზმური სკალპელითა და ელექტორმაგნიტური ველის გამოყენებით", დაიცვა 1998 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 173; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.330 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |