The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ კახაბრიშვილი

ზურაბ კახაბრიშვილი
დაბადების თარიღი:15 მაისი, 1968  (55 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1993 წელს.

 საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდების ექიმი(ძიუდო, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, სამბო, კრივი, ძალოსნობა, ცურვა, ფეხბურთი);  1992-1993წწ. იყო ბატალიონ "ავაზას" ექიმი; 1993-1995წწ. თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამმართველოს სამკურნალო განყოფილების უფროსის მოადგილე; 1995 წლიდან ძიუდოისტთა ნაკრები გუნდის ექიმი და მწვრთნელი; სპორტის ოსტატი ძიუდოში; სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ლექტორი. გამოქეყნებულია აქვს სამეცნიერო ნაშრომები. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სპორტული ტრავმების რეაბილიტაცია პლაზმური სკალპელითა და ელექტორმაგნიტური ველის გამოყენებით", დაიცვა 1998 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 173; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.330

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: