შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოჩა კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ზესტაფონის რაიონი, დაბა შორაპანი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1986 წელს; 1995 წელს პარიზის პიტერ ბრუკის საერთაშორისო თეატრალური ცენტრის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1986 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია; 1993 წლიდან თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობის პედაგოგი; მონაწილეობდა სპექტაკლებში: "სამანიშვილის დედინაცვალი"(არისტო, ცხენი), "ჰამლეტი"(პოლონიუსი, მესაფლავე), გადაღებულია ფილმებში; წლების განმავლობაში თბილისის აზერბაიჯანული თეატრს ხელმძღვანელობდა; მის შემოქმედებას კარგად იცნობენ აზერბაიჯანში, ბაქოში რამდენიმე სპექტაკლი აქვს დადგმული; 1996 წელს ნიუ-იორკში, ბროდვეიზე გაიმართა მისი სპექტაკლის "ჩემოდანის" პრემიერა; სხვადასხვა თეატრებში დადგმული აქვს სპექტაკლები: "მზის დაბნელება საქართველოში", "მოხუცი ჯამბაზები", "ერთი, ორი, სამი", "ბედი წარმავალთა", "დარისპანის გასაჭირი", "საქართველოს უკანასკნელი დედოფალი", "აზნაურები?!", "მატარებელი", "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "უჩინმაჩინის ქუდი". წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |