The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა კანდელაკი

გელა კანდელაკი
დაბადების თარიღი:27 მაისი, 1940  (78 წლის)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის, 1966 წელს მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტები.

1957-1969წწ. იყო რეჟსორის ასისტენტი; 1981-1986წწ. "ქართული ფილმის" მულტგაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი; 1966 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის", "ქართული ტელეფილმის" რეჟსორი; 1975 წლიდან დოკუმენტური ფილმების სტუდიის რეჟისორი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სახელოსნოს ხელმძღვანელი; 1986 წლიდან კინოსტუდია "კვალის" და ხელის ჩრდილების თეატრ "ბუდრუგანას" დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. არის რეჟისორი მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა: "დღეს", "გრძელი ღიღინი", "საქართველოს მუზეუმი", "ფეხბურთი უბურთოდ" და სხვ., სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისა "უბედურება", მთავარი როლის შემსრულებელი ოთარ იოსელიანის ფილმისა "იყო შაშვი მგალობელი".

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 169


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

გააზიარე: