The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კალისტრატე (მიტროპოლიტი)

კალისტრატე
ოფიციალური სახელი:შოთა მარგალიტაშვილი
დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1938
გარდაცვ. თარიღი:20 ივნისი, 2019  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბაგრატის ტაძარი, ქუთაისი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: თელავის რაიონი, სოფელი ვარდისუბანი.

მიღებული აქვს უმაღლესი საერო განათლება. 1959-1963წწ. სოფლტექნიკის ოსტატი; 1963-1964წწ. საკავშირო კომკავშირული მშენებლობა; 1964-1965წწ. გურჯაანის რაიონის რაიკავშირის მომარაგების უფროსი; 1971-1982წწ. თელავის სატვირთო ატკ-ს მძღოლი; 1982 წელს გახდა ბეთანიის მონასტრის მორჩილი; აღიკვეცა ბერად, აკურთხეს დიაკვნად, მღვდელ-მონაზვნად, აიყვანეს იღუმენის ხარისხში; 1983 წელს არქიმანდრიტის ხარისხში; 1983 წლიდან ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი; 1989 წლიდან მთავარეპისკოპოსი; 1991 წლიდან გელათის სასულიერო აკადემიის რექტორი; 1993 წლიდან ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 169; orthodoxy.geწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.287

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    საზოგადოების ერთიანობისა და ქართველი ერის სულიერ აღორძინებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის

გააზიარე: