The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია კალანდაძე

ილია კალანდაძე
დაბადების თარიღი:18 ნოემბერი, 1960
გარდაცვ. თარიღი:13 აპრილი, 2015  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ლაითური, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1982 წელს და მოსკოვის სამთო-ქიმიური ნედლეულის სახელმწიფო ინსტიტუტის ასპირანტურა.

1982-1984წწ. იყო სახალხო მეურნეობის, ეკონომიკის დაგეგმვისა და მართვის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1993წწ. ოზურგეთის მაღაროთა სამმართველოს დირექტორის მოადგილე; 1988-1991წწ. მოსკოვის სამთოქიმიური ნედლეულის ინსტიტუტის ასპირანტი; ოზურგეთის რაიონული გამგეობის ეკონომიკური რეფორმების განყოფილების უფროსი; 1994-1995წწ. გურიის ვიცე-გუბერნატორი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი (სმკ), საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2000 წლიდან მუშაობს ფინანსთა სამინისტროშია სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის იყო თბილისის საფინანსო სამსახურის უფროსი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 168; საქართველოს პარლამენტის ვებგვერი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 187

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ქვეკომიტეტი, თავმჯდომარე (1995-1999)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი (1994-)

გააზიარე: