The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რაჟდენ გუმბა

რაჟდენ გუმბა
დაბადების თარიღი:12 სექტემბერი, 1926
გარდაცვ. თარიღი:21 აგვისტო, 2007  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: გუდაუთის რაიონი, სოფელი დურიფში. 

დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1971 წელს.

19401–53წწ. ხელმძღვანელობდა სხვადასხვა ხალხურ და თვითშემოქმედებით საგუნდო კოლექტივებს; 1955–1967წწ. იყო აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი; აფხაზეთის ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1971–1972წწ. აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი; 1972 წლიდან აფხაზეთის სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი; მისი შემოქმედების ძირითად ნაწილს შეადგენს გუნდები ა კაპელა(70–ზე მეტი, მათი ნაწილი გამოცემულია ავტორის კრებულში, გამ.: "Советский композитор", М., 1972); აფხაზური ხალხური სიმღერების დამუშავებები; მას ეკუთვნის კანტატა "აფხაზეთი"(1973), ვოკალურ–სიმფონიური პოემა "თხზულება ლენინზე", ორი სიუიტა სიმფონიური ორკესტრისათვის, ორი პიესა სიმებიანი ორკესტრისათვის, რომანსები, სიმღერები, მუსიკა სპექტაკლებისათვის. 

წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – Тб., 1973. - გვ. 77; Композиторы и музыковеды грузии. – Тб., 1984. - გვ. 479

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1972-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - აფხაზეთის ასსრ სახალხო არტისტი
  • 1974 - დიმიტრი გულიას სახელობის პრემია
  • 1970 - აფხაზეთის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1958 - საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1956 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: