The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგეი ბარხუდარიანი

ოფიციალური სახელი:სარქის ბარხუდარიანი
დაბადების თარიღი:26 აგვისტო, 1887
გარდაცვ. თარიღი:1973  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი 1907 წელს; სწავლობდა ბერლინის კომსერვატორიაში 1907–1909წწ.(ფორტეპიანოს კლასი); დაამთავრა პეტროგრადის კონსერვატორია 1915 წელს(კომპოზიციის კლასი);

1923–1955წწ. მუშაობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიში პედაგოგად, ამავდროულად ერევნის კონსერვატორიაში; მისი მოწაფეები იყვნენ: ო. თაქთაქიშვილი, შ. თაქთაქიშვილი, გ. კილაძე, გ. ჩხიკვაძე, შ. აზმაიფარაშვილი, ა. ანდრიაშვილი, ა. ბაბაჯანიანი, ა. არუთინიანი, ო. ბარამიშვილი, ნ. გუდიაშვილი; ავტორია: სიმფონიური პოემა "ანუში"(1917), ბალეტი "ნარინე"(1938), უვერტიურა "1943", რომანსები, საფორტეპიანო პიესები, მუსიკა თეატრისა და კინოსათვის; კომპოზიტორი, პედაგოგი.

 წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 32; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 2. - თბ., 1977. – გვ. 219

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - სომხეთის სსრ სახალხო არტისტი
  • 1936 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: