შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლიანა გზირიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1981 წელს. 1983–1990წწ. იყო აკ. ე. ფიფიას სახელობის კლინიკური საავადმყოფოს რენტგენოლოგიური განყოფილების ექიმი–რენტგენოლოგი; 1991–1995წწ. სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილებაში უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1995 წლიდან განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება შუასაყარისა და ფილტვების ახალწარმონაქმნთა დიაგნოსტიკის საკითხებს. ექიმი–რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კომპიუტერული ტომოგრაფიის როლი შუასაყარის ავთვისებიანი სიმსივნეებისა და კისტების დიაგნოსტიკაში", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.66 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |