შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანატოლი ბასკაკოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის I და II სამუსიკო სასწავლებლებში (საკომპოზიციო, თეორიული და სასიმღერო სპეციალობით). 1950 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში როგორც პიანისტი და კომპოზიტორი; მას ეკუთვნის: რომანსები, სიმღერები (ძირითადად საესტრადო: "თბილისო გენაცვალე", "ქუთაისო"), ასევე სიმღერები პატრიოტულ თემაზე; იგი ავტორია ოპერისა "პეპო" (1959, გ. სუნდუკიანის პიესის მიხედვით, სამ ნაწილად), რამდენიმე ნაწარმოები სიმფონიური, სასულე და საესტრადო ორკესტრისათვის. წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 34; საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.125 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |