Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ გიორგაძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1957 წელს. 1957–1959წწ. - კურორტ აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1960–1963წწ. - ტუპერკულიოზის სამეცნიერო კვლევითი რესპუბლიკური ინსტიტუტის ქირურგიული განყოფილების ასპირანტი; 1965–1992წწ. - ამავე ინსტიტუტის დიაგნოსტიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993 წლიდან აღნიშნული ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. მისი კვლევის თემა: აბსცედირებული პნევმონიების, ფილტვების დიდი აბსცესების და პლევრის მწვავე ემპიემების კომპლექსური მკურნალობა. ავტორია 43 სამეცნიერო ნაშრომის ფთიზიატრიისა და პულმონოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. ფთიზიო–პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1995). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის შესწავლა ფილტვების ტუპერკულოზით დაავადებულ ავადმყოფებში ქირურგიული ჩარევების დროს", დაიცვა 1965 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "აბსცედირებული პნევმონიების, ფილტვების დიდი აბსცესების და პლევრის მწვავე ემპიემების კომპლექსური მკურნალობა", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.67; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.313 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |