შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ბუზოღლი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1964 წელს(საფორტეპიანო), 1967 წელს(საკომპოზიტორო), მოსკოვის კონსერვატორია 1970 წელს. მუშაობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში მუსიკის თეორიის პედაგოგად; ავტორია: სიმფონია(1970), სიმფონიური პოემა "ფრესკა"(1972), საორკესტრო სიუიტები "რუსული სცენები" და "დიალოგი", კვარტეტი ფორტეპიანოს, ვიოლინოს, ალტისა და ვიოლონჩელოსათვის(1972), "პარტიტა" ფორტეპიანოსათვის(1971); კომპოზიტორი, პედაგოგი. წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 43
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |