The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბორის გალაევი

ბორის გალაევი
Legal name:ბორის გალაითი
Date of birth:10 March, 1889
Date of death:29 December, 1976  (at 87 years)
Category:Composer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჩერნოიარსკი, თერგის ოლქი (ახ. ჩრდილოეთ ოსეთი).

დაამთავრა ლენინგრადის (სანკტ–პეტერბურგი) ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი 1932 წელს.

1932 წელს გადავიდა ცხინვალში (სამხრეთ–ოსეთი); მას დიდი ღვაწლი მიუძღვის სამხრეთ–ოსეთის მუსიკალური კულტურის განვითარებაში, როგორც კომპოზიტორს, პედაგოგს და ხალხური სიმღერების შემგროვებელს; 1935 წლამდე იყო ცხინვალის მუსიკალური სკოლის დირექტორი და პედაგოგი; 1938–1951წწ. სამხრეთ–ოსეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1951 წლიდან სამხრეთ–ოსეთის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1941–1943წწ. ცხინვალის, კ. ხეთაგუროვის სახელობის თეატრის დირექტორი; 1943–1948წწ. სამხრეთ–ოსეთის გამგეობის კულტურის განყოფილების გამგე; მისი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია: მუსიკალური დრამა "ნართ ბათრაძ" (1942), მუსიკალური კომედია "სასიძო" (1943), მუსიკა სპექტაკლებისათვის, სიმღერები, გუნდები, რომანსები; იგი არის თანაავტორი მუსიკისა კინოფილმისთვის "ფატიმა"; გამოშვებული აქვს "ოსური ხალხური სიმღერების კრებული" (1964, მოსკოვი), ფონოჩანაწერები (შვიდასზე მეტი).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 2.-თბ.,1977.-გვ.632; Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 58

Awards and Honors

  • 1940 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: