| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მზია დიაკვნიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1962 წელს. 1965 წლიდან ასწავლიდა თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში; მას შექმნილი აქვს: სიმფონიური პოემა(მიუძღვნა სამამულო ომის გმირ ზ. რუხაძეს), სიმფონიური სურათი(გ. ტაბიძის ლექსზე), ორი საფორტეპიანო სონატა, ერთი სავიოლინო სონატა, საფორტეპიანო სონატინა (1971), სონატები კლარნეტისა და ფორტეპიანოსათვის, "პატარა სიუიტა" სიმებიანი ორკესტრისათვის (1969), მუსიკა სიმებიანი კვარტეტისათვის (1972, ორ ნაწილად), "ლირიკული სიუიტა" მეცო–სოპრანოსა და ორკესტრისათვის (1973, ი. აბაშიძის ტექსტზე); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – საბავშვო სიმღერების ციკლი ხმისა და ფორტეპიანოსათვის (1972, ხუთი სიმღერა), სამი ვოკალური მინიატურა ხმისა და ფორტეპიანოსათვის (1973); საგუნდო – "სამშობლო" სიმღერა შერეული გუნდისათვის ა–კაპელა (1963), საესტრადო სიმღერები. წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – Тб., 1973. - გვ. 87; Композиторы и музыковеды грузии. – Тб., 1984. - გვ. 160; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 147 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

