შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით კაკაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი; სწავლობდა იენის (გდრ) ფრიდრიხ შილერის სახელობისა და კიოლნის (გფრ) უნივერსიტეტებში. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თსუ-ში და ხელმძღვანელობდა ამავე უნივერსიტეტის გოეთეს კაბინეტს. სხვადასხვა დროს მუშაობდა სპორტულ გამოცემებში: "მართვეში", "ლელოსა" და "სოვეტსკი სპორტში" (მოსკოვი); 1993-დან 2018 წლამდე მუშაობდა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურში (მიუნხენსა და პრაღაში); 2005-2018 წლებში – ამ სამსახურის ხელმძღვანელად; 2018 წლის აგვისტოდან 2021 წლის სექტემბრამდე სათავეში ედგა ა(ა)იპ მედიააკადემიას; 2021 წლის სექტემბრიდან გამომცემლობა "სიესტის" მთავარი რედაქტორია; პარალელურად ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. ბოლო წლებში გამოიცა მისი თარგმნილი რამდენიმე წიგნი: არტურ შნიცლერის მოთხრობების კრებული "ბენეფისი" (2013, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა), პეტერ ბიქსელის "მოთხრობები ბავშვებისთვის" (2015, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა), ვაცლავ ჰაველის პიესა "წასვლა" (2015, გამომცემლობა "სიესტა"), გერმანული მოთხრობების კრებული "გახლეჩილი ქვეყანა" (2015, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა), მაქს ფრიშის "ლურჯწვერა" (2016, გამომცემლობა "ინტელექტი"), პეტერ ბიქსელის "ფრაუ ბლუმი, კაცმა რომ თქვას, სიამოვნებით გაიცნობდა მერძევეს" (2017, "ინტელექტი"), იურეკ ბეკერის "მატყუარა იაკობი" (2017, "ინტელექტი"), ჰაინრიხ ბიოლის "ბილიარდი ათის ნახევარზე" (2021, "სიესტა"), კლაუს მანის "მეფისტოფელი" (2022, "ინტელექტი"). გერმანულად თარგმნა ლანა ღოღობერიძის მემუარების წიგნი, რომელიც 2019 წელს გერმანიაში გამოიცა სათაურით: "შხამი მე კახურ ღვინოდ შავირგე" ("Ich trank Gift wie kachetischen Wein", Mitteldeutscher Verlag). ორჯერ (2014 და 2018 წლებში) იყო პრემია "საბას" პრეტენდენტთა მოკლე სიაში წლის საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში; მისი სცენარების მიხედვით რეჟისორმა ანდრო ჭიაურელმა გადაიღო დოკუმენტური ფილმები "კავკასიელი ტყვეები" (1999), "უცხო" (2005) და დოკუმენტური ციკლი "თავისუფლების დღიურები". გამომცემელი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 165; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.305 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |