The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით კაკაბაძე

დავით კაკაბაძე
Date of birth:30 March, 1959  (65 years)
Category:Translator, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი; სწავლობდა იენის (გდრ) ფრიდრიხ შილერის სახელობისა და კიოლნის (გფრ) უნივერსიტეტებში.

ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თსუ-ში და ხელმძღვანელობდა ამავე უნივერსიტეტის გოეთეს კაბინეტს. სხვადასხვა დროს მუშაობდა სპორტულ გამოცემებში: "მართვეში", "ლელოსა" და "სოვეტსკი სპორტში" (მოსკოვი); 1993-დან 2018 წლამდე მუშაობდა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურში (მიუნხენსა და პრაღაში); 2005-2018 წლებში – ამ სამსახურის ხელმძღვანელად; 2018 წლის აგვისტოდან 2021 წლის სექტემბრამდე სათავეში ედგა ა(ა)იპ მედიააკადემიას; 2021 წლის სექტემბრიდან გამომცემლობა "სიესტის" მთავარი რედაქტორია; პარალელურად ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. ბოლო წლებში გამოიცა მისი თარგმნილი რამდენიმე წიგნი: არტურ შნიცლერის მოთხრობების კრებული "ბენეფისი" (2013, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა), პეტერ ბიქსელის "მოთხრობები ბავშვებისთვის" (2015, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა), ვაცლავ ჰაველის პიესა "წასვლა" (2015, გამომცემლობა "სიესტა"), გერმანული მოთხრობების კრებული "გახლეჩილი ქვეყანა" (2015, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა), მაქს ფრიშის "ლურჯწვერა" (2016, გამომცემლობა "ინტელექტი"), პეტერ ბიქსელის "ფრაუ ბლუმი, კაცმა რომ თქვას, სიამოვნებით გაიცნობდა მერძევეს" (2017, "ინტელექტი"), იურეკ ბეკერის "მატყუარა იაკობი" (2017, "ინტელექტი"), ჰაინრიხ ბიოლის "ბილიარდი ათის ნახევარზე" (2021, "სიესტა"), კლაუს მანის "მეფისტოფელი" (2022, "ინტელექტი"). გერმანულად თარგმნა ლანა ღოღობერიძის მემუარების წიგნი, რომელიც 2019 წელს გერმანიაში გამოიცა სათაურით: "შხამი მე კახურ ღვინოდ შავირგე" ("Ich trank Gift wie kachetischen Wein", Mitteldeutscher Verlag). ორჯერ (2014 და 2018 წლებში) იყო პრემია "საბას" პრეტენდენტთა მოკლე სიაში წლის საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში; მისი სცენარების მიხედვით რეჟისორმა ანდრო ჭიაურელმა გადაიღო დოკუმენტური ფილმები "კავკასიელი ტყვეები" (1999), "უცხო" (2005) და დოკუმენტური ციკლი "თავისუფლების დღიურები". გამომცემელი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 165; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.305

Member of Organizations

  • ბერლინის ქართული საზოგადოება, წევრი
  • გიოტინგენის საზოგადოება "საქართველო", წევრი
  • გოეთეს საერთაშორისო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი, წევრი
  • სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • შილერის საერთაშორისო საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების მედალი
    საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნებაში, სპორტის ოლიმპიურ სახეობათა განვითარებაში, ოლიმპიზმის იდეების პროპაგანდაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემია, საუკეთესო ქართული თარგმანისთვის
    წასვლა : პიესა 5 მოქმედებად / ვაცლავ ჰაველი ; ჩეხურიდან თარგმნა დავით კაკაბაძემ .- თბილისი : სიესტა : ქეთევან კიღურაძე, 2015.- 148გვ.

Bibliography

  • ბილიარდი ათის ნახევარზე : რომანი / ჰაინრიხ ბიოლი ; გერმანულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო დავით კაკაბაძემ (Translator). - თბილისი, სიესტა ქეთევან კიღურაძე, 2021. - 284გვ.. - ISBN: 9789941971525
  • მატყუარა იაკობი : რომანი / იურეკ ბეკერი ; გერმანულიდან თარგმნა, ბოლოთქმა და შენიშვნები დაურთო დავით კაკაბაძემ (Translator). - თბილისი, ინტელექტი, 2017. - 372გვ.. - ISBN: 9789941470370
  • ლურჯწვერა : რომანი / მაქს ფრიში ; გერმანულიდან თარგმნა დავით კაკაბაძემ (Translator). - თბილისი, ინტელექტი, 2016. - 148გვ.. - ISBN: 9789941466564
  • მოთხრობები ბავშვებისთვის : პეტერ ბიქსელი ; გერმანულიდან თარგმნეს დავით კაკაბაძემ და ნანა შენგელაიამ (Translator). - თბილისი , ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2015. - 98გვ.. - ISBN: 9789941233715
  • ბენეფისი : 13 მოთხრობა / არტურ შნიცლერი ; გერმ. თარგმნა, შეადგინა, წინასიტყვ. და შენიშვნ. დაურთო დავით კაკაბაძემ (Translator). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. - 352გვ.. - ISBN: 9789941159459

Share: