The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ამირან კავაძე

ამირან კავაძე
Date of birth:21 April, 1951  (73 years)
Category:Diplomat, Public official, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგის ფაკულტეტი 1973 წელს , 1978 წელს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიის ინსტიტუტის ასპირანტურა, 1978 წელს ბაქოს სოციალურ და პოლიტიკურ მოძღვრებათა ინსიტუტის ასპირანტურა.

1978-1979წწ. იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ბიოორგანული ქიმიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი; 1979-1980წწ. მუშაობდა პარტიულ და სახელმწიფო დაწესებულებებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე; 1989 წელს ბაქოს სოციალურ და პოლიტიკურ მოძღვრებათა ინსტიტუტის პოლიტოლოგიის განყოფილებაში; 1994 წელს იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და 1996 წელს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის (ვაშინგტონი) სტაჟიორია; 1992-1997წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განყუოფილების გამგე, სამმართველოს უფროსისი მოადგილე, სამმართველოს უფროსი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, დირექტორი. 1997-2003წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში; 2004-2006წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში; 2006-2011წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი. არის სამეცნიერო სტატიების და გამოგონების ავტორი. აქვეყნებს სტატიებს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის საკითხებზე. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დუღილის პროცესში არომატწარმომქმნელი ნივთიერებების ბიოსინთეზი და მათი გარდაქმნა", დაიცვა 1978 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 164; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.84


Share: