შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ გიორგაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს. 1969–1981წწ. იყო მოსკოვის ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ორდინატორი, უმცროსი და უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1981–1992წწ. მოსკოვის ტრანსპლანტოლოგიისა და ხელოვნური ორგანოების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, მთავარი სპეციალისტი; 1993 წლიდან ხელმძრვანელობდა თბილისის ქირურგიის ინსტიტუტის კარდიო–ქირურგიულ კლინიკას. ავტორია 110 სამეცნიერო ნაშრომის. კარდიოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რესპუბლიკის მთავარი სპეციალიტი, გულის იშემიური დაავადების ქირურგიული მკურნალობის კოორდინატორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კალცინირებული მიტრალური სტენოზის ქირურგიული მკურნალობა ხელოვნური სისხლის მიმოქცევის ქვეშ", დაიცვა 1978 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "გულის გადანერგვის შორეული შედეგების შეფასება კლინიკო–ფუნქციონალური მეთოდებით", დაიცვა 1991 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.69
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |