The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლილი იაშვილი

ლილი იაშვილი
დაბადების თარიღი:10 მაისი, 1920
გარდაცვ. თარიღი:30 ნოემბერი, 1983  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1953 წელს. 

1960 წლიდან იყო თბილისის III სამუსიკო სკოლის პედაგოგი; მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კამერულ–ვოკალურ და საესტრადო ჟანრს; დაწერილი აქვს ორმოცზე მეტი სიმღერა: "ია–ია", "სიმღერა თბილისზე", "თბილისური საღამოები"; ვოკალური დუეტები და ტრიოები; 1967 წელს ვ. აბაშიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრში (საქართველოში პირველად) დაიდგა მისი საბავშვო მუსიკალური კომედია "ბაბაჯანას ქოშები" (1972, პოლონეთში), საბავშვო ოპერეტა "ირმისა" (1972).

წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 91; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5. - თბ., 1980. – გვ. 65; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.175

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1962-19??)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1966 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: