The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრია ყარაშვილი

ანდრია ყარაშვილი
დაბადების თარიღი:30 ნოემბერი, 1857
გარდაცვ. თარიღი:15 მარტი, 1925  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა პეტერბურგის კონსერვატორიაში 1878–1881წწ.; დაამთავრა ვარშავის კონსერვატორია 1885 წელს.

1894–1897წწ. ხელმძღვანელობდა ქართული დრამატული თეატრის გუნდს; 1895–1920წწ. დიდი ამაგი დასდო მევიოლინეთა ქართული კადრების აღზრდას თბილისის ქართულ გიმნაზიაში, 1905–1919წწ. ქართული ფილარმონიის სამუსიკო სასწავლებელში, 1920–1922წწ. თბილისის II კონსერვატორიაში; 1900 წლიდან თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში დააარსა მოწაფეთა პირველი სიმებიანი კვარტეტი, რომელმაც პირველად შეასრულა მისი კვარტეტი "ლოთებო"(ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსზე, "ლოთებო, ნეტავი ჩვენა"); მას ეკუთვნის აგრეთვე პოპულარული რომანსები: "ისევ შენ", "დავრდომილი, სნეული"; სავიოლინო პიესები: "ბაიათი", "პერპეტუმ მობილე", "ფუტკარი"; საფორტეპიანო პიესა "საზანდარი"(გუნდისათვის დაამუშავა ზ. ჩხიკვაძემ, შემდეგ ზ. ფალიაშვილმა. გავრცელდა "სამშობლოს" სახელწოდებით); სიმღერები: "მრავალჟამიერ", "პატარა გურია", დაუმთავრებელი ოპერა "ვეფხისტყაოსნის" ნაწყვეტები; მან აღზარდა ქართული მუსიკალური კულტურის მოღვაწეთა ნიჭიერი პლეადა; იყო მევიოლინე–ვირტუოზი(პირველი ქართველი მევიოლინე), საზოგადო მოღვაწე, ქართული სავიოლინო საშემსრულებლო სკოლის, ქართული სავიოლინო მუსიკის ფუძემდებელი, ქართული სიმებიანი კვარტეტის დამაარსებელი, საქართველოს ფილარმონიული საზოგადოების დამაარსებელთაგანი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10. - თბ., 1986. – გვ. 628; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 504

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ფილარმონიული საზოგადოება, ერთ-ერთი დამაარსებელი

გააზიარე: