The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინა გიორგობიანი

დაბადების თარიღი:14 მაისი, 1953  (71 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1974 წელს.

1975–1979წწ. იყო ბავშვთა მე–16 პოლიკლინიკის ექიმი–პედიატრი; 1979–1981წწ. მოსკოვის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1982–1984წწ. თბილისის პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1984 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა სნეულებათა N1 კათედრის ასისტენტი. ავტორია 28 სამეცნიერო ნაშრომის. ხელმძღვანელობს საინსტიტუტო და კათედრის სტუდენტთა სამეცხნიერო–პრაქტიკული კონფერენციებისთვის სტუდენტთა მომზადებას. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადაპტაციისა და რეაბილიტაციის შესაძლებლობანი ქრონიკული ბრონქოპულმონალური დაავადებებით შეპყრობილ ბავშვებში".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.70

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პედიატრთა საზოგადოება, წევრი

გააზიარე: