შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რამაზ კემულარია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1965 წელს. 1958–1965წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრის არტისტი(ვიოლინო); 1960 წლიდან ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს თბილისის მე–12 სამუსიკო სკოლაში; შექმნილი აქვს: საფორტეპიანო კონცერტი (1965, სამ ნაწილად), კონცერტი ფლეიტასა და კამერული ორკესტრისათვის (1966), საბავშვო სავიოლინო კონცერტი (1970), კონცერტინო ვიოლონჩელოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის (1971), კონცერტი ფაგოტისათვის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად (1972), ფანტაზია ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის, 13 პიესა ფაგოტისათვის; ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისათვის: ბალეტი "სალამურა" (1973, 2 მოქმედებათ), საბავშვო ოპერეტა (1976, 2 მოქმედებათ); საესტრადო სიმღერები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის. წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 108; Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 213 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |