The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა იოსელიანი

ნანა იოსელიანი
დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1962  (62 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1985 წელს.

ქართველი მოჭასრაკე; მრავალი ტურნირის გამარჯვებული; ორჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი ქალთა შორის; 2003 წლიდან აღარ იღებს მონაწილეობას ოფიციალურ ტურნირებში. გადაღებულია ახალგაზრდულ კინო კომედიაში "შესვენება" (რეჟ. ბ. წულაძე, 1978)

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 161; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.124

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • 1996 - მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი (საქართველოს ნაკრებში)
  • 1994 - მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი (საქართველოს ნაკრებში)
  • 1994 - ღირსების ორდენი
  • 1993 - საერთაშორისო ოსტატი
  • 1992 - მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი (საქართველოს ნაკრებში)
  • 1987 - სსრკ ჩემპიონი
  • 1986 - სსრკ ჩემპიონი
  • 1982 - მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი (სსრკ ნაკრებში)
  • 1982 - სსრკ ჩემპიონი
  • 1981 - სსრკ ჩემპიონი
  • 1980 - მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი (სსრკ ნაკრებში)
  • 1979 - ევროპის ჩემპიონი (გოგონებს შორის)
  • 1979 - საერთაშორისო დიდოსტატი
  • 1978 - ევროპის ჩემპიონი (გოგონებს შორის)

გააზიარე: