The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ კერესელიძე

არჩილ კერესელიძე
დაბადების თარიღი:24 დეკემბერი, 1912
გარდაცვ. თარიღი:21 დეკემბერი, 1971  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ღუნიბი, დაღესტანი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1934 წელს, მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1939 წელს.

1940–1944წწ. ასწავლიდა პოლიფონიას ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში; 1940–1946წწ. იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მუსიკალური ნაწილის გამგე, 1953–1971წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმის" მუსიკალური რედაქტორი; იგი 17 წლის სტუდენტი იყო, როცა საოპერო თეატრის კონცერტმაისტერი გახდა; 16-17 წლის ასაკში მან უკვე შექმნა ორი ცეკვა — "ფარიკაობა" და "მთიულური", რაზეც მაღალი შეფასება მიიღო თვით ზაქარია ფალიაშვილისგან; მას შექმნილი აქვს: ოპერა "ბაში–აჩუკი" (1945), ბალეტი "ნაზიბროლა" (1947), მუსიკალური კომედიები: "თბილისის ცის ქვეშ" (1949), "მთვარიდან დაბრუნება" (1963), "ალუბლის ყვავილობა"(1965), სიმფონია (1940), ორი საფორტეპიანო კონცერტი (1941, 1949), მუსიკა სპექტაკლებისათვის: "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი", "მეფე ერეკლე", "ძველი ვოდევილები" (კ. მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის დადგმები), მას ეკუთვნის მუსიკა კინოფილმებისათვის: "ქეთო და კოტე"(1948, რედაქცია და რამდენიმე ორიგინალური ნომერი), "ბედნიერი შეხვედრა" (1949), "გაზფხული საკენში" (1950), "მაგდანას ლურჯა" (1955), "ჩვენი ეზო" (1956), "ფატიმა"(1958), "სხვისი შვილები" (1958), "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1962), "დიდოსტატის მარჯვენა" (1969); კომპოზიტორი, პიანისტი, პედაგოგი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5. - თბ., 1980. – გვ. 475; ეროვნული ფილმოგრაფია : www.geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1974 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია (გარდაცვალების შემდეგ)
  • 1961 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1958 - ჩრდილოეთ ოსეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1950 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: