შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი იოსელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1941 წელს. 1944-1945წწ. და 1948-1950წწ. თბილისის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1946-1947წწ. მოსკოვის სკლიფასოვსკის სახელობის სასწრაფო დახმარების ინსტიტუტი; 1950-1952წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1952-1956წწ. სწავლული მდივანი; 1956-1974წწ. დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 1974-1988წწ. დირექტორი; 1989 წლიდან საპატიო დირექტორი. 300-ე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის, 5 მონოგრაფიის. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭის დისტალური და თორმეტგოჯა ნაწლავის პროქსიმალური ნაწილების ფორმისა და მდებარეობის სხვადასხვა ვარიანტები", დაიცვა 1949 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ღვიძლის შეგუბებითი ექსპერიმეტნული ციროზის საკითხისათვის", დაიცვა 1959 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 160; წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.336-337; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.196 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |