The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი იოსელიანი

გიორგი იოსელიანი
დაბადების თარიღი:20 დეკემბერი, 1917
გარდაცვ. თარიღი:6 სექტემბერი, 2005  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1941 წელს.

1944-1945წწ. და 1948-1950წწ. თბილისის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1946-1947წწ. მოსკოვის სკლიფასოვსკის სახელობის სასწრაფო დახმარების ინსტიტუტი; 1950-1952წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1952-1956წწ. სწავლული მდივანი; 1956-1974წწ. დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 1974-1988წწ. დირექტორი; 1989 წლიდან საპატიო დირექტორი. 300-ე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის, 5 მონოგრაფიის.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭის დისტალური და თორმეტგოჯა ნაწლავის პროქსიმალური ნაწილების ფორმისა და მდებარეობის სხვადასხვა ვარიანტები", დაიცვა 1949 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ღვიძლის შეგუბებითი ექსპერიმეტნული ციროზის საკითხისათვის", დაიცვა 1959 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 160; წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.336-337; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.196

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აკადემიკოს გრ. რუხაძის სახელობის ქირურგიული საზოგადოება, საპატიო თავმჯდომარე (1999-)
  • აშშ-ის ქირურგთა ინტერნაციონალური კოლეგია, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1996-)
  • საქართველოს სამედიცინო ბიოლოგიური მაცნიერებათა აკადემია, წევრი (1994-)
  • სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1984-)
  • ქირურგთა მსოფლიო ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1975 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: