Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ იოსელიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 1973 წელს; 1974-1975წწ. საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის ქ. მინსკის უმაღლესი კურსები. 1975-1987წწ. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში; 1987-1991წწ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1991-1992წწ. აფხაზეთის უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი; 1992-1993წწ. საქართველოს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსის მოადგილე; 1993 წელს მიიღო გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება; 1993 წლიდან საქართველოს უშიშროების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე; 1995 წლიდან საქართველოს უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე; 1997-2004წწ. საქართველოს დაზვერვის სახელმწოფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. გენერალ-მაიორი (1993), გენერალ-ლეიტენანტი (1995). წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 159; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.336; XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები /თუშურაშვილი ო., ჯახუა ი. - თბ., 2013. - გვ.128-129; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.234 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |