The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იობი (მიტროპოლიტი)

იობი
ოფიციალური სახელი:ელგუჯა აქიაშვილი
დაბადების თარიღი:29 მაისი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სნო, ყაზბეგის რაიონი. 

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1983 წელს.

1988 წელს ბერად აღიკვეცა; ამავე წელს გახდა დიაკვანი და მღვდელმონაზონი; 1989 წელს მცხეთის სემინარია; 1989 წელს იღუმენი; 1990 წელს არქიმანდრიტი; 1992 წლიდან მანგლელი ეპისკოპოსია; 1992-1995წწ. ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსი; 1995-1996წწ. ბათუმის ეპისკოპოსი, 1996 წლიდან მთავარეპისკოპოსი; 2000 წლიდან მიტროპოლიტი რუისისა და ურბნისისა; 1996-2003წწ. პატრიარქის ქორეპისკოპოსი; 2003 წლიდან საღმრთისმსახურო წიგნების შესწავლისა და რედაქტირების კომისიის თავმჯდომარე.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 159; საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდი: patriarchate.ge


გააზიარე: