The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ინჯია

დავით ინჯია
დაბადების თარიღი:5 აპრილი, 1952  (73 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნალეფსავო, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომექანიკის ფაკულტეტი 1974 წელს.

საქართველოს ხე-ტყისა და ხის გადამამუშავებელი მრეწველობის სამინისტროს ავტოსატრანსპორტო საწარმოს ინჟინერ-მექანიკოსი; შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსი ინსპექტორი; ახმეტის რაიგანყოფილების უფროსი, მე-6 სამმართველოს ოპერრწმუნებული, მარტვილის რაიგანყოფილების უფროსი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პროპორციული წესით, მარტვილის N81 საარჩევნო ოლქი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, N65 მარტვილის საარჩევნო ოლქი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდ: parliament.geვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 159; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 183

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშისროების კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აფხაზეთი", თავმჯდომარის მოადგილე (1995-1999)

გააზიარე: