The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ კილაძე

გრიგოლ კილაძე
Date of birth:25 October, 1902
Date of death:3 April, 1962  (at 59 years)
Burial location:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Composer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1931 წელს.

1931 წლიდან მუშაობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგად; 1922 წელს დაიწყო მისი შემოქმედებითი გზა, როცა დაარსდა "ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოება", რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი თვითონ იყო; სხვადასხვა დროს იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, აგრეთვე ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი, საქართველოს ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრისა და ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული საოპერო სტუდიის მთავარი დირიჟორი; 1941 წელს იგი განაგებდა შ. რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის მუსიკალურ ნაწილს; მას ეკუთვნის ოპერები: "ბახტრიონი" (1936), "ლადო კეცხოველი" (1940), ორი სიუიტა (1925, 1928), სიმფონიური პოემა "განდეგილი" (1937), ორი სიმფონია(1944, 1955), ბალეტი "სინათლე"(1946), ორატორია; მუსიკა კინოფილმებისთვის: "არსენა", "ფრთოსანი მღებავი", "უკანასკნელი მასკარადი"; კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 114; მამულიშვილთა სავანე/ ბაბუნაშვილი. -თბ., 1994. -გვ. 219-220; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 37

Member of Organizations

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, თავმჯდომარე (1937-1938)

Awards and Honors

  • 1941 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1941 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: