The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინა გიორგობიანი

მარინა გიორგობიანი
დაბადების თარიღი:10 მაისი, 1953  (71 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სანკტ–პეტერბურგი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან–ჰიგიენური ფაკულტეტი 1977 წელს.

1977–1979წწ. იყო წითელწყაროს რაისანეპიდსადგურის ზოგადი ჰიგიენის განყოფილების და მცხეთის რაი–სანეპიდსადგურის შრომის ჰიგიენის განყოფილების სანიტარული ექიმი; 1979–1989წწ. ნ. ი. მახვილაძის სახელობის შრომის ჰიგიენისა და პროფდაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, შრომის ჰიგიენის განყოფილების გამგე; 1989 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ჰიგიენის კათედრის დოცენტი. ავტორია 24 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–ჰიგიენისტი, ეპიდემიოლოგი, ტოქსიკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თიაზონის ორგანიზმზე ზოგადი მოქმედების ჰიგიენური მნიშვნელობა და მისი გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე",  დაიცვა 1987 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.70

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ტოქსიკოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ჰიგიენისტთა საზოგადოება, წევრი

გააზიარე: