შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან გოგბერაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს. 1984 წლიდან ამავე ინსტიტუტის პედიატრიისა და მოზარდთა მედიცინის კათედრის ასისტენტია. ავტორია 46 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს თანაავტორებთან ერთად მონოგრაფია და სახელმძღვანელო. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ადრეული ასაკის ბავშვთა სამედიცინო დახმარების თანაკოორდინატორი. მიღებული აქვს ბავშვთა მოსახლეობის სამედიცინო დახმარებისათვის უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტროს საპატიო სიგელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პლაცენტის ჰისტო – მორფოლოგიური და ულტრასტრუქტურული ცვლილებები ორსულთა ანემიის დროს და მისი გავლენა ახალშობილისა და ბავშვის მდგომარეობაზე ცხოვრების პირველი წლის მანძილზე", დაიცვა 1987 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.70 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |