The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ კოკელაძე

გრიგოლ კოკელაძე
დაბადების თარიღი:2 მაისი, 1904
გარდაცვ. თარიღი:1988  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: წყალტუბოს რაიონი, სოფელი პატრიკეთი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიური ფაკულტეტი 1932 წელს; ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1937 წელს(საკომპოზიტორო).

1928 წელს დაიწყო მუსიკალურ–პედაგოგიური მოღვაწეობა; სხვადასხვა დროს მუშაობდა მუსიკალურ დაწესებულებებსა და მხატვრულ კოლექტივებში; 1937–1943წწ. და 1945 წლიდან იყო ხალხური შემოქმედების სახლის(ახლანდელი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი) დირექტორი; 1941-48წწ. იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1954–1955წწ. იყო საქართველოს ფილარმონიის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; მის ნაწარმოებებს შორისაა: კანტატა "სიმღერა სამგორზე"(1953), "კანტატა სამშობლოზე"(1955), "კანტატა საქართველოზე"(1971), სიმფონიური სიუიტა(1957), სიმღერები, გუნდები, მუსიკა სპექტაკლებისათვის; დაამუშავა სიმღერები "სისატურა"(1932), "გუდისა"(1933); მას ჩაწერილი და ნოტებზე გადატანილი აქვს ასობით ქართული ხალხური სიმღერა, რომელთა ხელნაწერები ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში ინახება, გამოცემული აქვს ხალხური სიმღერების არა ერთი სანოტო კრებული: "ქართული ხალხური სიმღერები"(1956), "50 ქართული ხალხური სიმღერა"(1979, თბილისი), "30 ქართული ხალხური სიმღერა"(1981, თბილისი), "100 ქართული ხალხური სიმღერა"(1984, თბილისი), "ზოგი რამ ქართულ ცეკვაზე" (1983, თბილისი).

წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 118; folk.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, თავმჯდომარე (1951-1952)
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, თავმჯდომარის მოადგილე (1932-1936)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: