შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ კურტიდი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1937 წელს. 1936 წლიდან ასწავლიდა თეორიულ საგნებს თბილისის სხვადასხვა სამუსიკო სკოლებსა და სასწავლებლებში, ასევე ეწეოდა ადმინისტრაციულ საქმიანობას; 1952–1954წწ. იყო თბილისის X სამუსიკო სკოლის დირექტორი; 1954–1970წწ. პედაგოგი, მოგვიანებით თბილისის ხელოვნების თვითშემოქმედების კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის დირექტორის მოადგილე; იგი ავტორია ორი მუსიკალური კომედიისა: "ხაჯარათი"(1939, რომელიც იყო საქართველოში პირველი ნიმუში ამ ჟანრში), "ქორწილი სიკვდილის შემდეგ"(1958), სიმფონიური ნაწარმოებები: კონცერტები ვიოლინოსა და ორკესტრისათვის(1948, 1951, 1977, 1979); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები: ოთხი საბავშვო პიესა ფორტეპიანოსათვის(1945), "ნანა" პიესა ფორტეპიანოსათვის 4 ხელში(1947), სამი პიესა ფორტეპიანოსათვის 4 ხელში(1950), 36 საბავშვო პიესა ფორტეპიანოსათვის(1950), ექვსი სონატინა ფორტეპიანოსათვის(1963), ეტიუდები ფორტეპიანოსათვის(1968), ვარიაციები ფორტეპიანოსათვის(1970), ვალსი ორი ფორტეპიანოსათვის(1972), თემა ვარიაციებით 2 კლარნეტისა და ფორტეპიანოსათვის(1974), ეკსპრომტი ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(1978); კამერულ–ვიკალური ნაწარმოებები: "რაშა–ორერა" სიმღერა ვოკალური კვარტეტისა და ფორტეპიანოსათვის(1965), სამი საბვშვო სიმღერა ხმისა და ფორტეპიანოსათვის(1968), "სიმღერა მეგობრობაზე" სოლისტებისა და ვოკალური კვარტეტისათვის(1975); საგუნდო ნაწარმოებები: "მრავალჟამიერ" შერეული გუნდისა და ორკესტირსათვის(1952), "სიმღერა ყმაწვილ სპორტსმენებზე" ორხმიანი საბავშვო გუნდისა და ფორტეპიანოსათვის(1955), "სალამი, ჩიტუნებო" ვაჟთა ოთხხმიანი გუნდის ა კაპელასათვის(1960), "ხორუმი" ოთხხმიანი გუნდის ა კაპელასათვის(1960), "დედა" სამხმიანი ბავშვთა გუნდისა და ფორტეპიანოსათვის(1962), "გაზაფხული" ოთხხმიანი ბავშვთა გუნდისა და ფორტეპიანოსათვის(1973), "იმერული სახუმარო" ოთხხმიანი ვაჟთა გუნდისა და ფორტეპიანოსათვის(1974); მუსიკა სპექტაკლებისათვის. წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 123; Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 230 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |