შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათელა გოგიბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ორჯონიკიძე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1952 წელს. 1953–1973წწ. იყო თბილისის ქალთა II ა. ალადაშვილის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორი; 1973–1986წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ონსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის სამკურნალო ფაკულტეტის კათედრის ასისტენტი; 1986 წლიდან კათედრის დოცენტი. ავტორია 54 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება კუჭის ფუნქციურ მდგომარეობას შაქრიანი დიაბეტის, ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებების დროს. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტრანკვილიზატორთა მცირე დოზების კუჭის სეკრეტორულ ფუნქციაზე მოქმედების ფიზიოლოგიური მექანიზმები და მათი კლინიკური გამოყენების შესაძლებლობანი". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.71 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |