The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ ლაღიძე

რევაზ ლაღიძე
Date of birth:10 July, 1921
Date of death:16 October, 1981  (at 60 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Composer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ობჩა, ბაღდათის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის IV სამუსიკო სასწავლებელი 1939 წელს(სავიოლინო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1948 წელს(საკომპოზიციო).

1941–1944წწ. ვიოლინოზე უკრავდა სიმფონიურ ორკესტრებში; იგი ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას, იყო პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკის კათედრის გამგე; 1964 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(კამერული ანსამბლი); ის სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებების ავტორია, მას ეკუთვნის: სიმფონიური პოემა "სამშობლოსათვის"(1949), სიმფონიური სურათი "საჭიდაო"(1952), მუსიკალური კომედიები "მეგობრები"(1951), "კომბლე"(1957), ოპერა "ლელა"(1973), რამდენიმე საგუნდო სიმღერა-კანტატა("სიმღერა სამშობლოზე", "ბალადა ვაზზე", "ოდა მესხეთზე", "მოხეური ბალადა"), საფორტეპიანო ("ტოკატა") და ჩელოს("პოემა", "ელეგია") პიესები, ერთნაწილიანი კანტატა "მელის ვარძია" შერეული გუნდისა და ორკესტრისათვის(1966, ირ. აბაშიძის ლექსზე ციკლიდან "რუსთაველის ნაკვალევზე"), მუსიკა სპექტაკლებისა(გ. ქელბაქიანის "ახალგაზრდა მასწავლებელი", ლ. ქიაჩელის "ტარიელ გოლუა", სულ 40-ზე მეტი), კინოფილმებისათვის ("საბუდარელი ჭაბუკი", "ნინო", "ზვიგენის კბილი", "ხევისბერი გოჩა", სულ 30-ზე მეტი), ნაყოფიერად მუშაობდა სიმღერის ჟანრში, დღემდე პოპულარულია "სიმღერა თბილისზე".

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6. - თბ., 1983. – გვ. 146; Композиторы и музыковеды грузии. – Тб., 1984. - გვ. 236; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.304-305

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1949-1981)
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, წევრი

Awards and Honors

  • 1978 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1975 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1971 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1968 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1967 - საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია
  • 1961 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1958 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: