The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ გოგინაშვილი

დაბადების თარიღი:9 მარტი, 1963  (62 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1986 წელს.

1987–1990წწ. იყო კასპის რაი–საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ქირურგი; 1990–1992წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის I კლინიკური ქირურგიული განყოფილების კლინიკური ორდინატორი; 1993 წლიდან ქირურგიის ინსტიტუტის პლასტიკური და რეკონსტრუქციული მიკროქირურგიის განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომის, გამოგონების, ორი სასარგებლო მოდელის. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დიაბეტური ტერფის კლინიკური ფორმების დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობა", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.72

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ანგიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს სისხლძაღვთა ქირურგთა ასოციაცია, წევრი
  • ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: