შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ინწკირველი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1948 წელს. 1952-1966წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი; 1994-1995წწ. საქართველოს საკონსტიტუციო სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის თეორიისა და სახელმწიფო სამართლის კათედრის გამგე; 1989 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი. მისი ავტორობით გამოქვეყნებულია სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, ბროშურები, კანონმდებლობის კომენტარები, სტატიები ჟურნალებში ქართულ, რუსულ ინგლისურ, გერმანულ, პოლონურ ენებზე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გერცენის პოლიტიკური შეხედულებები", დაიცვა 1951 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის პრობლემები", დაიცვა 1965 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 158; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.305; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.285 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |