The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ინწკირველი

გივი ინწკირველი
ოფიციალური სახელი:გიორგი ინწკირველი
დაბადების თარიღი:8 მარტი, 1926
გარდაცვ. თარიღი:2004  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1948 წელს.

1952-1966წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი; 1994-1995წწ. საქართველოს საკონსტიტუციო სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის თეორიისა და სახელმწიფო სამართლის კათედრის გამგე; 1989 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი. მისი ავტორობით გამოქვეყნებულია სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, ბროშურები, კანონმდებლობის კომენტარები, სტატიები ჟურნალებში ქართულ, რუსულ ინგლისურ, გერმანულ, პოლონურ ენებზე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გერცენის პოლიტიკური შეხედულებები", დაიცვა 1951 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის პრობლემები", დაიცვა 1965 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 158; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.305; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.285

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "არასამთავრობო საერთაშორისო იურისტთა კავშირის" ორგანიზაცია, საკოორდინაციო კომიტეტის წევრი (1996-)
  • თბილისის საპატიო მოქალაქე (2002-)
  • მსოფლიო იურისტთა ასოციაცია, წევრი (1993-)
  • პოლიტიკურ მეცნიერებათა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი (1964-)
  • საერთაშორისო სამართლის ასოციაცია, წევრი (1980-)
  • სამართლის პროფესორთა მსოფლიო ორგანიზაცია, წევრი (1996-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1997-)
  • სსრკ საკონსტიტუციო ზედამხედველობითი კომიტეტი, წევრი (1989-1992)
  • უმაღლესი სკოლის მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემია, ნამდვილი წევრი (1994-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
  • 1996 - ღირსების ორდენი
    საქართველოს კონსტიტუციის შექმნასა და ქართული იურიდიული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის
  • 1962 - საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: