The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხვედრი ინასარიძე

ხვედრი ინასარიძე
დაბადების თარიღი:6 დეკემბერი, 1932  (91 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პარიზი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი 1958 წელს1958-1961წწ. ამავე უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრის ასპირანტი.

1961-1989წწ. მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989 წლიდან ამავე ინსტიტუტში ალგებრის განყოფილების გამგე; 1987-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრის პროფესორი; 1990-1991წწ. საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 2006-2008წწ. არასამთავრობო ორგანიზაცია "მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ეროვნული ცენტრის" გამგეობის თავმჯდომარე; 2008 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია "თბილისის მათემატიკური მეცნიერებების ცენტრის" გამგეობის თავმჯდომარე. ავტორია წიგნებისა: "Agebraid K-theory"(1995), "Von-abelian Homologica Algebra and its Applications"(1997). 1998 წელს დააარსა ახალი საერთაშორისო მათემატიკური ელექტრონული ჟურნალი. 60 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. მიღებული აქვს ირანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საერთაშორისო ხარიზმის პირველი პრემია მათემატიკის დარგში (1999). ალგებრის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი. მწერალ ნიკოლოზ ინასარიძის შვილი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტოპოლოგიური სივრცეების და მათი უწყვეტი ასახვების სასრული რიგის ნაზრდები", დაიცვა 1966 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კოჰომოლოგიები მნიშვნელობით ნახევარჯგუფებში", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 158; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმეიფო უნივერსიტეტი: tsu.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 182; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geyoutube.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • არასამთავრობო ორგანიზაცია "თბილისის მათემატიკური მეცნიერებების ცენტრი", გამგეობის თავმჯდომარე
  • ევროპის მათემატიკოსთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს მათემატიკოსთა საზოგადოება, წევრი (1990-1997)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2001-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1983-2001)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ანდრია რაზმაძის სახელობის პრემია

გააზიარე: