შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კობა იმედაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1958 წელს. იყო ლიტერატურის ინსტიტუტის ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, რუსთაველის თეატრის ლიტერატურული ნაწილის განყოფილების გამგე, პირველი საშუალო სკოლის პედაგოგი, თეატრალური და პედაგოგიური ინსტიტუტების ლექტორი, ტელევიზიის შემოქმედებითი გაერთიანება "სხივის" ხელმძღვანელი, სახელმწიფოს მეთაურის აპარატის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. 1992-2003წწ. სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების განუყოფილების უფროსი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული საბჭოთა პროზის გმირი", დაიცვა 1973 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 156; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.239-240 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |