The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კობა იმედაშვილი

კობა იმედაშვილი
დაბადების თარიღი:18 აპრილი, 1935
გარდაცვ. თარიღი:3 დეკემბერი, 2022  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:კრიტიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1958 წელს.

იყო ლიტერატურის ინსტიტუტის ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, რუსთაველის თეატრის ლიტერატურული ნაწილის განყოფილების გამგე, პირველი საშუალო სკოლის პედაგოგი, თეატრალური და პედაგოგიური ინსტიტუტების ლექტორი, ტელევიზიის შემოქმედებითი გაერთიანება "სხივის" ხელმძღვანელი, სახელმწიფოს მეთაურის აპარატის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. 1992-2003წწ. სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების განუყოფილების უფროსი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული საბჭოთა პროზის გმირი", დაიცვა 1973 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 156; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.239-240

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსთაველის საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, პუბლიცისტიკის დარგში
    1993-1995წწ გამოქვეყნებული პუბლიცისტური წე­რი­ლე­ბისათვის

ბიბლიოგრაფია

  • დიდი და ძნელი გამოცდები : ლიტ. წერილები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1991. - 391გვ.
  • საუბრები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1990. - 176გვ.
  • მიჯნა : ლიტ. წერილები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1987. - 290გვ.
  • მონოლოგები და დიალოგები : თანამედროვე ქართული ლიტერატურის საკითხები. - თბილისი, მერანი, 1982. - 323გვ.
  • ჩიორა : მოთხრობები. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1969. - 15გვ.
  • ადამიანი და დრო : დაკვირვება კონსტანტინე ლორთქიფანიძის პროზაზე (ავტორი). - თბილისი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1967. - 118გვ.

გააზიარე: