The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოკა იგნატოვი

კოკა იგნატოვი
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ იგნატოვი
დაბადების თარიღი:29 ივლისი, 1937
გარდაცვ. თარიღი:2002  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1962 წელს.

1964-1969წწ. იყო სპეციალური სამხატვრო-საკონსტრუქტორო ბიუროს, 1970-1973წწ. საქართველოს ტელევიზიის მხატვრული გაფორმების სექტორის მთავარი მხატვარი; 1984 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი და მონუმენტური ფერწერის სახელოსნოს ხელმძღვანელი; 1962 წლიდან ჩაება საგამოფენო საქმიანობაში; ქმნიდა დაზგური ფერწერის და გრაფიკის, მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებს, ილუსტრაციებს; მოღვაწეობდა თეატრსა და კინოში. მისი ფერწერული კომპოზიციებია: "თუშეთი", "მუსიკოსები", "კახელები", "ხაბაზები", ტრიპტიქი "ჩემი საქართველო", პანო "სიბრძნე სიცრუისა" და სხვა. აღსანიშნავია მისი, ბიჭვინთაში შესრულებული უზარმაზარი კომპოზიცია "სიმღერა საქართველოზე", მთაწმინდის მიღებათა დარბაზში განთავსებული პანო "ფიროსმანის მონატრება", "ბერიკაობა" კინოს სახლში, განუხორციელებელი კომპოზიციის "თბილისობის" ესკიზები.  ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, სურათების ეროვნულ გალერეაში, მოსკოვის ბახრუშინის სახელობის თეატრალურ მუზეუმში, საქართველოს და საზღვარგარეთის კერძო კოლექციებში. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 155

          http://www.geocinema.ge/ge/mxat.php?kod5=62

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1962-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს სახალხო მხატვარი

გააზიარე: