შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი იანკოვსკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1966 წელს. 1955-1956წწ. მე-5 სატვირთო ავტოსატრანპორტო საწარმოს დისპეჩერი; 1958-1960წწ. თბილწყალმოწყობილობის ქარხნის ტექნიკური კონტროლიორი; 1960-1991წწ. ორგანიზაცია საფოსტო ყუთი 149 ალკკ კომიტეტის მდივანი; 1961-1962წწ. ალკკ ქალაქკომის ინსტრუქტორი; 1962-1963წწ. ალკკ 26 კომისრის სახ. რაიკომის მე-2 მდივანი; 1963-1971წწ. კპ პირველი მაისის რაიკომის მდივნის თანაშემწე; 1971-1972წწ. საერთო გან-ის გამგე; 1972-1976წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კადრების სამმართველოს უფროსი; 1976-1977წწ. საქართველოს პროფსაბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე; 1977-1978წწ. საქართველოს პროფკავშირების კურორტების მართვის საბჭოს კადრებისა და საორგანიზაციო მუშაობის განყოფილების გამგე; 1978-1991წწ. საქართველოს პროფსაბჭოს საერთო განყოფილების გამგე, საყოფაცხოვრებო განყოფილების გამგე, სამართლებრივი ინსპექციის განყოფილების გამგე, პროფკურსების დირექტორი; 1992-1995წწ. საქართველოს პარლამენტის წამყვანი სპეციალისტი, ადგილობრივი მმართველობის მუშაკთა რესპუბლიკური სკოლის პრორექტორი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1987). წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 153; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 179; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.17 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |