The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი იანკოვსკი

დიმიტრი იანკოვსკი
დაბადების თარიღი:21 აპრილი, 1937
გარდაცვ. თარიღი:დეკემბერი, 2006  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1966 წელს.

1955-1956წწ. მე-5 სატვირთო ავტოსატრანპორტო საწარმოს დისპეჩერი; 1958-1960წწ. თბილწყალმოწყობილობის ქარხნის ტექნიკური კონტროლიორი; 1960-1991წწ. ორგანიზაცია საფოსტო ყუთი 149 ალკკ კომიტეტის მდივანი; 1961-1962წწ. ალკკ ქალაქკომის ინსტრუქტორი; 1962-1963წწ. ალკკ 26 კომისრის სახ. რაიკომის მე-2 მდივანი; 1963-1971წწ. კპ პირველი მაისის რაიკომის მდივნის თანაშემწე; 1971-1972წწ. საერთო გან-ის გამგე; 1972-1976წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კადრების სამმართველოს უფროსი; 1976-1977წწ. საქართველოს პროფსაბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე; 1977-1978წწ. საქართველოს პროფკავშირების კურორტების მართვის საბჭოს კადრებისა და საორგანიზაციო მუშაობის განყოფილების გამგე; 1978-1991წწ. საქართველოს პროფსაბჭოს საერთო განყოფილების გამგე, საყოფაცხოვრებო განყოფილების გამგე, სამართლებრივი ინსპექციის განყოფილების გამგე, პროფკურსების დირექტორი; 1992-1995წწ. საქართველოს პარლამენტის წამყვანი სპეციალისტი, ადგილობრივი მმართველობის მუშაკთა რესპუბლიკური სკოლის პრორექტორი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1987).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 153; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 179; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.17

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეროვნულ საზოგადოებათა წარმომადგენლობითი სათათბირო, აღმასრულებელი მდივანი (1995-1996)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო, სტაბილურობის კომისიის წევრი (1992-1995)
  • საქართველოს რუსული კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება, გამგეობის წევრი (1995-2006)
  • საქართველოს სოციალური სამართლიანობის კავშირი, მთავარი კომიტეტის წევრი (1992-1995)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1986 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

გააზიარე: