The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ თხელიძე

თამაზ თხელიძე
დაბადების თარიღი:13 ივნისი, 1953  (70 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, ისტორიკოსი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი თამარაშენი, ქარელის რაიონი.  

დაამთავრა ცხინვალის ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი და საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

1976 წლიდან ეწეოდა სამეურნეო და ბიზნეს საქმიანობას: 1976-1980წწ. იყო რაიაღმასკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგე; 1981-1990წწ. მეურნეობის დირექტორი; 1990-1995წწ. შაქრის კომბინატის გენერალური დირექტორი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი N 33 ქარელის საარჩევნო ოლქი; მომხმარებელთა უფლებების დაცვის დროებითი კომისიის და ცხინვალის რეგიონის პრობლემების შემსწავლელი დროებითი კომისიის წევრი; 2004-2005წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 151; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 178

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე (1995-1999)

გააზიარე: