შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი გოგიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს. 1973–1975წწ. იყო 63103 ნაწილის უფროსი ექიმი; 1975–1977წწ. გაერთიანებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამსვლელი ექიმი–თერაპევტი; 1977–1987წწ. კარდიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1987–1988წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1988 წლიდან კლინიკო–ბიოქიმიის ლაბორატორიის გამგე. ავტორია 25 სამეცნიერო ნაშრომის კარდიოლოგიის გენეტიკურ ასპექტებზე. ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰაპტოგლობინისფენოტიპების განაწილება გულის იშემიური დაავადებით შეპყრობილ ავადმყოფებში და მისი განვითარების რისკის ძირითადი ფაქტორების მქონე პირებში", დაიცვა 1987 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.73 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |