შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ თუმანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1949 წელს და ასპირანტურა 1952 წელს. 1957-1965წწ. იყო ფიზიკის ინსტიტუტის ბიოფიზიკის განყოფილების გამგე; 1965-1981წწ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის განვითარების ბიოლოგიის განყოფილების გამგე; 1981-1986წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1983-2001წწ. ბიოლოგიის ფაკულტეტის ციტოლოგიის, ჰისტოლოგიის და ემბრიოლოგიის კათედრის გამგე; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მწვანეების პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. არის 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის, 4 მონოგრაფიისა. მიღებული აქვს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1985), საქართველოს "წლის მეცნიერის" წოდება მამაკაცთა შორის (1998). ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კინესტატიკური და ლაბორატორიული გაღიზიანებების მნიშვნელობა ძილისა და ღვიძლის შენაცვლებაში", დაიცვა 1953 წელს; სადოქტორო დიცერტაციის თემა - "უჯრედშორისი ურთიერთქმედებათა როლი ქსოვილთა ზრდის რეგულაციაში", დაიცვა 1964 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 150; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 177; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ. 119 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |