შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია თორთლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1983 წელს, ასპირანტურა 1986 წელს. 1977-2007წწ. მუშაობდა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლად; 150-მდე ასვლის მონაწილე კავკასიონზე, პამირსა და ტიან-შანზე; მინიჭებული აქვს "თოვლის ჯიქის" წოდება (1991); პირველი ქართველი ალპინისტი, რომელმაც დაიპყრო ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის უმაღლესი მწვერვალები მაკ კინლი და აკონკაგუა, აგრეთვე, აფრიკის უმაღლესი მწვერვალი კილიმანჯარო; მერაბ ნემსიწვერიძესთან ერთად, უჟანგბადოდ ავიდა შიშა ჰანგმაზე (1992 ); მისი ხელმძღვანელობით პირველმა ქართულმა ექსპედიციამ დალაშქრა დჰაულაგირი (1995); 1999 წლის 26 მაისს გია თორთლაძემ, მერაბ ხაბაზმა, მამუკა ციხისელმა, მერაბ ნემსიწვერიძემ და ირაკლი უგულავამ ქართველთაგან პირველებმა დალაშქრეს ევერესტი; 2001 წელს ინტერნაციონალურ ჯგუფთან ერთად მეორედ დაიპყრო ევერესტი. ზამთრის პერიოდში შესრულებული აქვს მეხუთე კატეგორიის 7 ასვლა; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2009-2010წწ. საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. მიღებული აქვს ნეპალის სამეფო ორდენი (2003). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 148; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 176; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.199 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |